ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შეკვეთილში, ჯგუფ Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეკვეთილში, კონცერტზე მომხდარი ინციდენტი უსიამოვნოა, მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რუსული სტრატეგია მიუღებელია და წითელ ხაზს წარმოადგენს.
„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს.
ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი, ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“ - თქვა გიგი წერეთელმა.