ირაკლი კობახიძისგან არაფერი მიკვირს, დიდი ხანია ხანძარს აჩენს ქვეყანაში და დღეს ტრაგედიის ზონაშიც ხელახლა დაანთო ეს ხანძარი, ამით არის დაკავებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ბესელიას თქმით, პრობლემა მხოლოდ ირაკლი კობახიძე არ არის.
კობახიძის დღევანდელმა და ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თავზარი კიდევ ერთხელ დასცა ამ დაზარალებულებს. მე ამ ადამიანისგან არაფერი არ მიკვირს, დიდი ხანია ამ ხანძარს აჩენს ქვეყანაში და ყველგან და დღეს ამ ტრაგედიის ზონაშიც ხელახლა დაანთო ეს ხანძარი. ეს ამით არის დაკავებული. მაგრამ მარტო კობახიძე ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, ვინც კობახიძეს ასე უშვებს ამ არეალში სალაპარაკოდ. დღეს უკვე გადაწვდა იმ მთავარ ადამიანებს, ცოცხლად გადარჩენილ მოწმეებს, რომელთა დაკითხვის საფუძველზეც რეალური ობიექტური სურათი უნდა შეიქმნას. მორალურ, ადამიანურ, პოლიტიკურ დონეზე, ეს არის წარმოუდგენელი განცხადებები". - განაცხადა ბესელიამ.
დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი“.
.