დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მუშაობდა დაახლოებით 5-6 დრონი.
"რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა, შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები, მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით 6 საათისთვის, 5 წუთზე ახლა არ გამომეკიდოს არავინ, თქვენ არ გეუბნებით, ვინც ისმენს, და კიდევ გუშინ რომ გამოხტნდნენ და ატეხეს ამბავი. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს, რაღაც უაზრო.
ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას, ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5-6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?! ეს რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი დაახლოებით დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი, ჩაფულილი საიდანაც შეიძლებოდა ამოგვეყვანა", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.