პარიზში ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, ეიფელის კოშკი საზოგადოებისთვის დაკეტილია“, – განაცხადეს საფრანგეთის პოლიციაში.
ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა სამივე სართულიდან, ასევე ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ევაკუირებულია ერთ-ერთ სართულზე მდებარე რესტორანიც.
ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია