გლოლას ბირჟაზე იჯდა მეთვალყურე ქოც-კორდინატორი, რათა ვინმეს ხმა არ დაეძრა მთავრობაზე, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოსახლეობა მასთან თავისუფლად ვერ საუბრობდა, რადგან "ოცნებას" "მეთვალყურეები" ჰყავდა თითოეულ სოფელში გაგზავნილი.
გლოლას ბირჟაზე იჯდა მეთვალყურე ქოც-კორდინატორი, რათა ვინმეს ხმა არ დაეძრა მთავრობაზე ან ჩამოსულ სტუმრებს გადაბრუნებული მთავრობაზე არ ეთქვა, აკონტროლებდა. ეს ხალხიც დაზაფრული სტიქიისგან, შევატყე, რომ რიდი აქვს იმის, იციან, რომ მის უკან დგას ივანიშვილისგან ნაყიდი სახელმწიფო," - ამბობს ნათელაშვილი.