რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის. ეს განცხადება ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას გააკეთა. ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.
რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.
„მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – თქვა ბოლოს რომის პაპმა.