18 დეკემბერს, 16:00 საათზე, Art Cafe -ში გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, ის ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტობის განვითარებასა და მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე კულტურათაშორისი მიმოცვლის პროცესს მიეძღვნება.
"გამოფენის ფარგლებში მოხდება ემიგრაციაზე, ემიგრანტებსა და საერთაშორისო კულტურაზე ცოდნის გაირღმავება", - აცხადებენ ორგანიზატორები.