რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა, "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი დატოვა. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ტერიტორიაზე მობლიზებულია პოლიცია.
რუსი ტურისტების აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნისა და შეძახილების ფონზე გააცილეს. უნდა აღინიშნის, რომ საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.
პოლიციამ რუსი ტურისტები, რომლებმაც ლაინერი დატოვეს, ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.
პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 23 პირი დააკავა.