ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ბათუმში რუსული გემის შემოსვლაზე გამართულ საზოგადოებრივ პროტესტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ასეთი მძაფრი რეაქცია გასაკვირი არაა.
წერეთელი ამბობს, რომ ალბათ მეტიც უნდა იყოს პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც კრემლის მეხოტბეები არიან.
"როგორც გაირკვა, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის მდგომარეობა რომელიც არის საქართველოში და რუსეთის დამოკიდებულება, ასეც უნდა იყოს - რომ ჩვენი ტერიტორიები უნდა იყოს ოკუპირებული, უკრაინაში უნდა იყოს ომი და ისინი უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში დასასვენებლად, გასართობად და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მათ უნდა ესმოდეთ კარგად და ეს პროტესტიც ზუსტად ეგ გზავნილია, რომ ოკუპაცია და ასეთი დამოკიდებულება დასვენებასთან და გართობასთან არის შეუთავსებელი. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ჩვენი ხელისუფლება კი ამას ჩვეულებრივად იღებს, ისე როგოგორც მოიქცეოდა ალბათ რუსეთთან მოთანამშრომლე სხვა ხელისუფლება". - განაცხადა წერეთელმა.