განსხვავება, ვინც შემოდის ავტომანქანით, თვითმფრინავით და გემით, რა არის, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს უნდა ახსნან, - ამის შესახებ ბათუმში მიმიდნარე საპროტესტო აქციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ითხოვს განმარტებას, რა განსხვავებაა რუსი ტურისტი გემით შემოვა თუ თვითმფრინავით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობა უნდათ. მაჭარაშვილის კრიტიკის სამიზნე დასავლელი პარტნიორებიც არიან.
რადიკალურ ოპოზიციას სურს აქ პროვოკაციები და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს ამას. განსხვავება, ვინც შემოდის ავტომანქანით, თვითმფრინავით და გემით, რა არის, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს უნდა ახსნან," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.