"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ოპოზიციას ილუზიებიდან გამოსვლისკენ და შედეგზე ორიენტირებულობისკენ მოუწოდებს.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა ინტერნეტმედიაკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ისინი პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ხერხს აქტიურად იყენებენ და მთელი 3 წლის განმავლობაში, რაც პარტია არსებობს, დაამტკიცეს, რომ ახერხებენ ხელისუფლებასთან და ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას.
მისი განცხადებით, მათი ამოცანა არ არის დესტრუქციული ელემენტების შეტანა ქართულ პოლიტიკაში. თარგამაძის თქმით, საქარველოში უნდა დამთავრდეს ხელისუფლების და ოპოზიციის დელეგეტიმაციის პროცესი. თარგამაძის განმარტებით, მათი ამოცანა არ არის პროფესიონალი რევოლუციონერები იყვნენ, არამედ მათი ამოცანაა იყვნენ პროფესიონალი პოლიტიკოსები და ქვეყანა ევოლუციური გზით წინ წაიყვანონ.