„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობაიძის თქმით, სამწუხაროდ, არიან სუბიექტები, რომლებიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პრობლემებს ქმნიან.
ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„არ მინდა, რომ რაღაც დამატებითი, თუნდაც მინიმალური წვლილი შევიტანო ამ ყველაფერში. იმისათვის, რომ გაირკვეს ყველაფერი, საჭიროა მკაფიო პასუხები. ადრეც იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც კითხვები დაისვა იგივე ამერიკის ელჩის მიმართ, მაგალითად შეხვდა თუ არა ის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ამაზე საზოგადოებამ მიიღო ბუნდოვანი პასუხები, რაზეც დამატებითი კითხვები გაჩნდა. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე შეხვედრა შედგა და ეს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ყოველთვის, როდესაც ისმება კითხვები, საჭიროა მკაფიო პასუხები, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში აღარ შეექმნება პრობლემები ორი ქვეყნის ურთიერთობას, მაგრამ როდესაც კითხვები არსებობს და მასზე არ არსებობს მკაფიო პასუხები, რა თქმა უნდა, ეს ქმნის დამატებით პრობლემებს ურთიერთობებში. არ მინდა სიღრმეში შევიდე იმისათვის, რომ რაღაც დამატებითი უხერხულობები არ შეიქმნას. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები აღარ განმეორდება. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების მიერ დაისმება მნიშვნელოვანი კითხვები მათ ყოველთვის მკაფიო პასუხი გაეცემა, რაც სამწუხაროდ წარსულში ასე არ ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.