FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო საინტერესო. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ნაცმოძრაობა პირდაპირ ითხოვდა და ფულს იხდიდა საკუთარი ქვეყნის დასჯასა და დასანქცირებაში - ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს?, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუბარი ევროპარლამენტის რეზოლუციებზე და როდესაც ვაკრიტიკებდით რეზოლუციებს, ამას აფასებდნენ ევროპაზე თავდასხმად და ანტიდასავლურ განცხადებებს უწოდებდნენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები უსამართლო იყო. გაირკვა, რომ ამის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, მდგარა ფულიც. ასევე ძალიან მძიმე იყო აშშ-ის საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლის გვარის გაჟღერება - FARA-ს დოკუმენტებში პირდაპირ მითითებულია საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ამაზე დაისვა კითხვები და პასუხები ძალიან ბუნდოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.