კვლავ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, კვლავაც ხდება ისტორიაში უდიდესი ტირანის, სტალინის განდიდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
კომენტარს ახლავს „სეზონი ტვ“-ს ვიდეო, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“. ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ „ტვიტერზე“ აქვეყნებს.