„დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, დაუშვებელია, რომ ჩვენ ვიცხოვროთ და ერთმანეთს ქვები ვესროლოთ, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ყველა, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, უნდა გაერთიანდეს და დიდი, საქართველოს გამარჯვების პლატფორმის შექმნას.
„დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, დაუშვებელია, რომ ჩვენ ვიცხოვროთ და ერთმანეთს ქვები ვესროლოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ერთობა. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობისგან და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც არის უდიდეს კრიზისში და დავაყენოთ ერთხელ და სამუდამოდ დასავლურ რელსებზე. დღეს, როდესაც მთელი ცივილური სამყარო არის უკრაინის გვერდით, მთელი ცივილური სამყარო არის ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით და ისინი ასე უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, უკრაინის მოქალაქის, ჩვენ გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი.
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ პირადი ამბიციები გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. დღეს ისე როგორც არასოდეს უნდა გავერთიანდეთ ყველა. მიხეილ სააკაშვილი მზად არის მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, უნდა შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა და ყველა ერთად, არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ ყველა, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, ყველა, ვისაც უნდა ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება და ყველა, ვისაც უნდა ევროპაში ცხოვრება, უნდა გავერთიანდეთ და უნდა შევქმნათ დიდი გამარჯვების პლატფორმა. ჩვენ მზად ვართ ყველასთან სათანამშრომლოდ, ყველასთან სასაუბროდ, ჩვენ მოვისმენთ თქვენს პრობლემებს და როგორც ყოველთვის, პირადად ვიქნები თქვენ გვერდით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, თითოეული თქვენგანის აზრი, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური თუ სხვა გემოვნებისა, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, ვისაც გვინდა დასავლეთში და ყველა ვისაც გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი. აქტიურად ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაგვითრიოს და კიდევ უფრო მეტად გაგვიძღვეს რუსეთისკენ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ერთად და ვიქნებით ყველა ერთად ძალიან ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში.
დღეს ნამდვილად ეკარგება ჩვენს შვილებს მომავალი, როდესაც ჩვენი შვილების თაობა ფიქრობს, რომ მათ აღარ უნდათ საქართველოში ცხოვრება. ისინი ფიქრობენ, რომელ ქვეყანაში გააგრძელონ სწავლა, ცხოვრება, ეს არ უნდა დავუშვათ, უნდა ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი და ყველას უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა. ჩვენ უნდა ვიყოთ დიდი, მთლიანი და ერთიანი ქვეყანა. დამთავრდა მტრობა და დამთავრდა ერთმანეთის მიმართ ქვების სროლით გაკეთებული პოლიტიკა. ყველას გელოდებით და პირველ რიგში მინდა ყველამ იცოდეთ, რომ დასრულდეს ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოზიცია თუ ოპოზიცია, უნდა დასრულდეს ასე მტრობა ერთმანეთის. ძალიან პატარა ქვეყანაა, ძალიან ცოტანი ვართ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთ აზრზე და ეს ერთი აზრი უნდა იყოს ევროპა და დასავლეთი,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.