საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. რუსული ფრენები აღადგინეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ უჭერენ მხარს პუტინის რუსეთს, როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველა მოქალაქის ვალია დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.
„ამასობაში, დღეს გურჯაანში იმართება სასამართლო იმ პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გააპროტესტა ლავროვი და ლავროვის ოჯახი. შესაბამისად, დღეს ფაქტობრივად ჩვენ ვუყურებთ სადამსჯელო ღონისძიებას, ვინც აპროტესტებს პუტინს, ვინც აპროტესტებს ლავროვს. ამ ადამიანებსუმართავენ სასამართლოებს, უწერენ ათასობით ლარის ჯარიმებს ან ემუქრებიან პატიმრობით. შესაბამისად, ეს ყველა პროცესი აჩვენებს ერთ რამეს - საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.