ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნას ეხმაურება.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსეთი არა მარტო უკრაინაში იბრძვის, არამედ ყველგან იბრძვის თავისი გავლენის სფეროებისთვის და ამისთვის ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს.
„ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია სხვადასხვა მეთოდით, ასე შეფარულად ხდება სამიზნე ქვეყანაში სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის ეროზია, რუსეთვის მთავარია, რომ გავლენის სფერო გაზარდოს.
ეს „უნივერსიტეტის“ იდეაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამას ემსახურება, მითუმეტეს, როდესაც არსებული ინფორმაციის მიხედვითსახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ამით ყველაფერია ნათქვამი, ამიტომ ამ საკითხში ხელისუფლების იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საზოგადოებამ ნამდვილად უნდა გამოხატოს ადეკვატური პოზიცია“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.