ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური გაერთიანების საკითხს ეხმაურება.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მომავალ კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებზე, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოახერხოს პროდასავლური ამომრჩევლის ხმების მაქსიმალური კონსოლიდაცია.
„ის ადამიანები, რომლებიც არ დადიოდნენ არჩევნებზე ან იყვნენ უიმედოდ ან გულგრილად, უნდა დაარწმუნონ, რომ მხოლოდ მათი ჩართულობითა და აქტიურობით იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება, ამავდროულად, ამომრჩევლებმა ნათლად უნდა დაინახონ, რომ შესაძლებელია არჩევნების შემდგომ რეალური რეფორმების გატარება ქვეყნის წინსვლისთვის.
ნებისმიერი გაერთიანება არ უნდა ეფუძნებოდეს პირად ამბიციებსა და მიზნებს, არამედ უნდა ემსახურებოდეს მთავარ ამოცანას - რომ არ დაიკარგოს პროდასავლური, ოპოზიციური ხმები და ამგვარი პრაგმატული გათვლით უნდა შედგეს ნებისმიერი კოოპერაცია ოპოზიციურ სპექტრში“ - განაცხადა გიგი წერეთელმა