ქართველი მწერლის რეზო ჭეიშვილის ახალი შვიდტომეულის პირველი ტომი უკვე გამოიცა.
ახალი წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დღეს გაიმართა.
თხზულებათა პირველ ტომში მწერლის ორი რომანი "მუსიკა ქარში" და "ქარების დაბრუნება" შევიდა. 2011 წელს კიდევ სამი ტომი გამოვა, რომლებშიც ცნობილი კინორომანები "ცისფერი მთები" და "ჩემი მეგობარი ნოდარი" დაიბეჭდება.
თხზულებათა შვიდტომეულს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით, ადგილობრივი საგამომცემლო ცენტრი დაბეჭდავს.