მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყარაბაღისა და აღმოსავლეთ-ზანგეზურის რეგიონებში 150 ათასზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუწყება „აზერტაჯი“.
„მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 ათასი ადამიანის დაბრუნება. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს პირველი მცხოვრებლები ქალაქ შუშაში დასახლდებიან“, - აღნიშნა ალიევმა.
ქალაქ შუშას 2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. 2021-ში კი ალიევმა შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.