„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ აპირებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას.
„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ აპირებს მათ შორის ოპოზიცია „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლატფორმაზე გავძლიერდეთ, უახლოეს საათებში ცხადია კონკრეტული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და ის დაპირება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ. ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.