სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმიანება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.