თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის.
ინფორმაციას ადასტურებენ 22 წლის ბიჭის ოჯახის წევრები.
ბიჭი 4 დღის წინ გაუჩინარდა.
შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეს, 18 ივლისს, ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებისას ასევე იპოვეს 45 წლამდე კაცის ცხედარიც.