თბილისის ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.