რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებულ ამერიკულ ფილმს არა "ჯორჯია", არამედ "აგვისტოს 5 დღე" ერქმევა.
ამის შესახებ ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა ჯორჯ ლასკამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებულა და პრემიერა გაზაფხულზე გაიმართება.
"ფილმის გადაღება დასრულებულია და მისი ჩვენება ამერიკული კინომარკეტისთვის უკვე გაიმართა. მინდა გითხრათ, რომ ფილმი ყველას ძალიან მოეწონა. მან მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან არტისტული ფილმი გამოვიდა, ამისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ყველაფერი გააკეთეს", - აცხადებს ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი.
ამასთან, ჯორჯ ლასკას განმარტებით, ფილმი 50 ქვეყენაში გაიყიდება, რასთან დაკავშირებითაც ის უკვე "წაიღეს" ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში.
"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა თავდაპირველად ამერიკაში შემდეგ კი, ევროპის ქვეყნებში შედგება.
ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი დოლარია.