დღეს რამე თანამდებობებზე ან საერთო სიებზე საუბარი მიმაჩნია სრულიად გაუგებრად. საერთო ბრძოლაზე ვისაუბროთ - ეს არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგს მოიტანს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული, რუსული რეჟიმის დამამარცხებელი იქნება.
“ის რომ ოპოზიციური ერთობა, ერთად ბრძოლა და ოპოზიციის კონსოლიდირება უნდა მოხდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გასაგებია. ჩვენ გვინახავს ერთობით ბრძოლა როგორია და ეს იქნება ყოველთვის გამარჯვების ფორმულა. სანამ რამე ერთობა შედგება, ვინმემ თანამდებობები ინაწილოს და რაღაც ვერსიები გამოთქვან ვიღაცის თანამდებობაზე წარსადგენად, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვების ფორმულა ვერასდროს ვერ იქნება. ამიტომ მე მივესალმები და ჩვენი საერთო პოზიცია არის ის, რომ ოპოზიციური ერთობა უნდა შედგეს. მთავარი არის ის, რომ ქვეყანა გადასარჩენია და ერთობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პროევროპულ ძალას - ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. დღეს რამე თანამდებობებზე ან საერთო სიებზე საუბარი მიმაჩნია სრულიად გაუგებრად. საერთო ბრძოლაზე ვისაუბროთ- ეს არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ რომ შედეგის მომტანი იქნება და დამმარცხებელი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული და რუსული რეჟიმის. მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი ოპოზიციის გაერთიანებას.