პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის.
„ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გაერთიანებულია ერთი რამით, ეს არის აგენტურა“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობში“ კადრების დეფიციტია.
„ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ერთი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ამიტომ ვუწოდებთ მათ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული, ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა, ეს ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არავითარი განსხვავება არ არის მათ შორის და მეორე, ეს აჩვენებს, რომ სრული დეფიციტი აქვთ. არცერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. როცა მეტი არჩევანი არ გაქვს, ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია „ნაცმოძრაობაში“. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობას. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ წააგებენ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.