უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გაწეული დახმარებისთვის ყოველთვის მადლიერი იყო დიდი ბრიტანეთის. ზელენსკიმ ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ბენ უოლესმა უკრაინელებს ურჩია, რომ მეტად მადლიერები უნდა იყვნენ სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიყავით გაერთიანებული სამეფოსი, ყოველთვის ვიყავით მადლიერები პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის. მე უბრალოდ არ ვიცი, რას გულისხმობს მინისტრი, კიდევ როგორ უნდა გადავუხადოთ მადლობა. შემიძლია, ყოველ დილით, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს. ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, ჩვენ მათი მადლიერები ვართ. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მადლიერები ვართ ხალხის და ასეთი მხარდაჭერა მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.