დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა მოუწოდა უკრაინას, მეტი მადლიერება გამოხატონ პარტნიორების მიმართ სამხედრო მხარდაჭერისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად დააყენომ ახალი მოთხოვნები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უოლესმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეკითხვაზე იმოქმედებს თუ არა უკრაინელი სამხედროების საბრძოლო სულისკევთებაზე ალიანსის პოზიცია არ დაასახელოს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული ვადები, უოლესმა განაცხადა, რომ კიევი ყოველთვის მეტს ითხოვს.
„ჩემი რჩევაა უკრაინელებისადმი: ხანდახან გიწევთ ქვეყნების დარწმუნება, უარი თქვან თავიანთ მარაგებზე {იარაღის} და დიახ, ეს არის კეთილშობილური ომი და ჩვენ ცხედავთ, რომ თქვენ იბრძვით არამხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც.
მაგრამ ზოგჯერ თქვენ გიწევთ დაარწმუნოთ აშშ-ის კონგრესში კანონმდებლები, თქვემ გიწევთ დაარწმუნოთ პოლიტიკოსები სხვა ქვეყნებში, რომლებიც ყოყმანობენ და თქვე იცით, რომ ეს ამად ღირს და ისინი ამის სანაცვლოდ რაღაცას მიიღებენ“, - განაცხადა მან.
უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგჯერ ამერიკელი კანონმდებლებისგან ესმის აღშფოთება უკრაინის დახმარებასთან დაკაშირებით.
მან გაიხსენა გასული წლის ივნისში ვიზიტი კიევში. „როდესაც გადმომცეს {უკრაინელებმა} იარაღის ნუსხა - მე მათ ვუთხარი, რომ ბრიტანეთი არ არის Amazon-ისინტერნეტმაღაზია“, - განაცხადა ბენ უოლესმა.