დღეს, 17 დეკემბერს, პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პარლამენტში მთავრობამ 30 ნოემბერს შეიტანა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი კიდევ 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 7 107.1 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მისი თქმით, დამატებით 30 მილიონი ლარის გამოყოფა ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ 10 %-ით შემცირების საფუძველზე მოხერხდა.
საქართველოს 2011 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 6 366.8 მლნ ლარით, რომლის ფარდობითი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ შეადგენს 27.8%.
ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 571.0 მლნ ლარით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 24.4% შეადგენს. საქართველოს 2011 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული 2011 წლისთვის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლები, კერძოდ ეკონომიკური ზრდა (4.5%), ფასები (მშპ-ს დეფლატორის ცვლილება 7.0%), საგადასახადო პოლიტიკა, ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები.
ამასთან, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 955.8 მლნ ლარით განისაზღვრა.
2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 300.0 მლნ ლარით განისაზღვრა და მთლიანი შიდა პროდუქტის 23.2% შეადგენს.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 1 377.0 მლნ ლარი, რაც მშპ-ის 6.0% და 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 20.7% იზრდება; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 605.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.6% და 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 17.4% იზრდება; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 2 529.0 მლნ ლარი, რაც მშპ-ის 11.1% შეადგენს და 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 15.2% იზრდება. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 671.0 მლნ ლარი, რაც მშპ-ის 2.9% შეადგენს და 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 16.9% აღემატება.
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 83.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4% შეადგენს და 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 17.7% იზრდება; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 35.0 მლნ ლარით; გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 355.8 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 140.4 მლნ ლარით, ხოლო ხარჯზე მიბმული გრანტები 215.4 მლნ ლარი.
2011 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 300.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე 47.0 მლნ ლარით ნაკლებია. მათ შორის,
საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 70.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 71.6 მლნ ლარით ნაკლებია. აქედან,
რაც შეეხება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების, იგი 5 734.1 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 089.4 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 793.8 მლნ ლარი; პროცენტი - 314.3 მლნ ლარი; სუბსიდიები - 218.6 მლნ ლარი; გრანტები - 996.1 მლნ ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 1 489.7 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 832.2 მლნ ლარი.
ამასთან, საპენსიო უზრუნველყოფაზე - 932.3 მლნ ლარია გამოყოფილი, სოციალური დახმარებები - 213.1 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები - 318.7 მლნ ლარი, მათ შორის ჯანმრთელობის
დაზღვევის დაფინანსებაზე მიიმართება 136.4 მლნ ლარი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა - 54.0 მლნ ლარი; საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება - 329.1 მლნ ლარი, აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის დანამატს საშუალო სკოლის მასწავლებლებზე; კერძოდ კი პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვის - 32.0 მლნ ლარი;
ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსებისთვის - 10.0 მლნ ლარი გამოიყოფა.
ასევე რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის - 40.0 მლნ ლარია გათვალისწინებული; დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 134.4 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელება - 196.4 მლნ ლარი; ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა - 83.0 მლნ ლარი; შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა - 130.0 მლნ ლარი; ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია - 34.8 მლნ ლარი; მესტიის ტურისტულ ზონაში გზების რეაბილიტაცია - 56.6 მლნ ლარი; რუსთავი - თბილისის ავტობანის მშენებლობა - 15.0 მლნ ლარი;
ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოიყოფა - 1 270.0 მლნ ლარი. აქედან: გათანაბრებითი ტრანსფერები მიმდინარე ხარჯებისათვის - 460.0 მლნ ლარი; წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია - 110.0 მლნ ლარი; ბათუმის ინფრასტუქტურული პროექტები - 130.0.0 მლნ; თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები - 250.0 მლნ; მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური პროექტები - 145.0 მლნ ლარი; სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგიონების ფონდიდან დაფინანსებული
ინფრასტრუქტურული პროექტები - 100.0 მლნ ლარი.
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს:
842.6 მლნ ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას ავტონომიური
რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის; 100.0 მლნ ლარს - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსების მიზნით; 332.8 მლნ ლარს - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და
დაფარვის მიზნით, მათ შორის, პროცენტის გადახდაზე 193.9 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლებაზე - 138.9 მლნ ლარს; 155.4 მლნ ლარს - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე, მათ შორის, პროცენტის გადახდაზე 120.4 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლებაზე - 35.0 მლნ ლარს; 50.0 მლნ ლარს - საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის; 50.0 მლნ ლარს - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის; 40.0 მლნ ლარს - ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვისათვის; 20.0 მლნ ლარს - წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის; 2.9 მლნ ლარს - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებების დასაფინანსებლად; 0.5 მლნ ლარს - საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის.