უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სრულმასშტაბიანი ომის მე-500 დღეს კუნძულ ზმეინზე ჩავიდა.
„სრულმასშტაბიანი ომის მე-500 დღე. ზმეინი. თავისუფალი უკრაინის თავისუფალი კუნძული. ყველას მადლიერი ვარ, ვინც აქ ოკუპანტებს ებრძოდა. პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ ბრძოლაში - ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.
დიდება თითოეულ მათგანს, ვინც იბრძვის ჩვენი შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის“! - ამბობს ზელენსკი.