თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას.
„ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოლაპარაკების გზით ომის შესაწყვეტად. ჩვენ გავუწევთ ყველანაირ დახმარებას უკრაინას აღდეგნისთვის. ეჭვგარეშეა, უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას“, - განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე დააანონსა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი თურქეთში, რომელიც მომდევნო თვეში შედგება. მისი განცხადებით, პუტინთან განიხილავს ტყვეების გაცვლის საკითს. რომელსაც მან პრიორიტეტული უწოდა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა მიმართა ყველა ძალისხმევას, რათა შეეჩერებინა რუსეთის ომი უკრაინაში, მისი დაწყების შემდეგ კი განაცხადა, რომ დაუშვებელია უსამართლო აგრესია, რომელიც ეწინააღმდგება საერთაშორისო სამართალს. მან გამოთქვა მწუხარება ომის შედეგედ დაღუპული უკრაინელების გამო.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი იმედოვნებს, რომ 17 ივლისის შემდეგ "მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელდება. მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში საჭიროების მქონე ქვეყნებში 33 მლნ ტონა მარცვლეული გაიგზავნა. მისივე თქმით, სურს „მარცვლუელის შეთანხმების“ ვადის გაგრძელება ორი წლით.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა, თურქეთში გუშინ, 7 ივლისს ჩავიდა.
ზელენსკის განცხადებით, ერდოღანთან მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, თურქ კოლეგასთან განიხილა „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯები სასურსათო უსაფრთხოებისათვის.