17 დეკემბერს, 10:30, საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია წევრ სადაზღვევო კომპანიებთან - „ალდაგი ბისიაის", „ჯიპიაის", "პარტნიორის", „იმედი-ელისა" და „ვესტისთან" ერთად მოინახულებს და ბარბარობის დღესასწაულს მიულოცავს ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების, პროფესიონალების და ფსიქოლოგების ინიციატივით 1999 წელს შეიქმნა, რომლის მისია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაა. „მშობელთა ხიდის" დღის ცენტრში 35 ბავშვი და 34 ზრდასრული იღებს მზრუნველობას, უმრავლესობა სოციალურად დაუცველი და უმწეოა. ისინი არტ-თერაპიისა და შრომითი თერაპიის კურსის ფარგლებში ხატავენ, ძერწავენ, მუშაობენ თექაზე, დროდადრო აწყობენ ღონისძიებებს და თავისი ნამუშევრების გამოფენებს.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია და სადაზღვევო კომპანიები საჩუქრების სახით მათ საჭირო ნივთებს და შემოქმედებითი აქტივობებისთვის აუცილებელ სამუშაო მასალებს გადასცემენ.