საქართველოში 3125 ბარბარე ცხოვრობს, ამათგან მარტო მიმდინარე წელს 1073 ბარბარე დაიბადა.
17 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველომ კვლევა ჩაატარა, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა.
სახელი ბარბარე პოპულარული ბოლო წლებში გახდა. ახალშობილ გოგონებში ყველაზე გავრცელებული სახელების ათეული: 1. მარიამი; 2. ანა (ასევე, ანანო, ანი); 3. ნინო; 4. ლიზი; 5. ელენე; 6. სალომე; 7. ანასტასია; 8. ბარბარე; 9. ლიკა; 10. ნია.