უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნელი წინსვლის მიუხედავად, ფრონტზე ინიციატივას უკრაინის თავდაცვის ძალები ფლობენ და წინ მიიწევენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება კონტრშეტევას. ჩვენ წინ მივდივართ. ახლა ინიციატივა ჩვენ გვაქვს. შეტევა სწრაფი არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ წინ მივიწევთ და რუსების მსგავსად არ ვიხევთ უკან. ამიტომ მე ამას პოზიტიურად ვუყურებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი, ბულგარეთიდან ჩეხეთში 6 ივლისს, საღამოს ჩავიდა.