ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სწორედაც რომ შეუქცევად პროცესად აქცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ორმხრივი დინამიკური ურთიერთობა ევროკავშირთან.
„პარალელურად ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატებში ყველა წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში და ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს ეს პროცესი, ეს თანამშრომლობა, ის გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა და ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედაც რომ აქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად პროცესად, ეს გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გაწეული ძალისხმევის შესაბამისად კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.