ხვალ, 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს "ღია სივრცეში" მხატვარ გოგა მაღლეკელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაცია, როგორც "ღია სივრცის" საექსპოზიციო პოლიტიკის მთავარი მიმართულება მხატვარ გოგა მაღლაკელიძის ნამუშევრებში საუკეთესოდ იკითხება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ღია სივრცე" საგანგებოდ დაუთმო რელიგიური თემატიკის ექსპოზიციას. ნამუშევართა ნაწილი მხატვრის მიერ საგანგებოდ ეკლესიის შიდა სივრცისთვის არის შექმნილი და საეკლესიო მოხატულობათა ციკლს წარმოადგენს.