თუ დაინახავს გლობალური ომის პარტია, რომ კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებით მოარყევს აქ ვითარებას და შეცვლის ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში არ მოგვენიჭება, მაგრამ მეორეს მხრივ, გარანტიაც არ არის სიმყარე იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საერთო კონტექსტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ წარიმართება უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი. წინასწარ მარჩიელობას აზრი არა აქვს, დაველოდოთ. მთავარია, ჩვენ ვართ პირნათელი. ეს პროცესი გაგრძელდება დეკემბრამდე და შემდეგაც“, - განაცხადა კობახიძემ.