ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების 2 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ არ დასაჯა ძალადობის ორგანიზატორები და რიგითი შემსრულებლების არასათანადო დასჯით შემოიფარგლა, ასევე ეს ადამიანები კვლავ ქართული ოცნების სამსახურსა და მისი ძალადობრივი მანქანის ნაწილად აგრძელებენ საქმიანობას.
„ისინი ერჩიან პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადეობას, თავისუფალ მედიას და ამ გზით ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ეს იყოს საზოგადოების შიგნით არსებული დაპირისპირება.
აქედან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი, დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს მოძალადე ხელისუფლება“ - თქვა თენგო კირთაძემ.