2 იანვარს, სპორტის სასახლეში "ბასტი ბუბუ" კონცერტს გამართავს.
როგორც "ბასტი ბუბუს" შემოქმედებით ჯგუფში აცხადებენ, სპორტის სასახლე ერთი დღით საბავშვო მოედნად გადაიქცევა, სადაც ბაბილინა, თოვლის ბაბუა და ბასტი ბუბუს სტუდიის 150 ბავშვი საახალწლო ფერად მოზაიკას დახატავს.
"დარბაზში მყოფი ბავშვები იცეკვებენ იმღერებენ და უშუალო მონაწილეები იქნებიან დიდი წარმოდგენისა. ასეთი გრანდიოზული წარმოდგენა ჯერ არ დაუდგამს არც "ბასტი ბუბუს" და არც არავის მოუმზადებია საქართველოში", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.