"საბავშვო ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ნიდერლანდელი რალფ მაკენბახი გახდა. გამარჯვებულმა 121 ქულა მოიპოვა.
მეორე-მესამი ადგილი თანაბარ ქულათა რაოდენობით სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ლაურა აირაპეტიანმა და კატია რიაბოვამ გაიყვეს.
რაც შეეხება საქართველოს, ჯგუფმა "პრინცესებმა" კონკურსზე 68 ქულა დააგროვა, რითაც შვედ მონაწილესთან ერთად მეექვსე ადგილი გაინაწილა.
კონკურსში სულ 13 ქვეყნის _ საქართველო, შვედეთი, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სომხეთი, ნიდერლანდები, კვიპროსი, მალტა, უკრაინა, ბელგია, ბელორუსი და მაკედონიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონკურსი კიევში ჩატარდა, შესაბამისად, გამარჯვებულს გრან-პრი უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ქართული ჯგუფი იყო. "ბზიკებმა" კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავეს.
"საბავშვო ევროვიზია 2010" ბელორუსის დედაქალაქში მინსკში გაიმართება.