ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილსა და გია ლორთქიფანიძეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც ხუთ საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. ადეიშვილისდროინდელი პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ კობა დავითაშვილი აცემინა, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო, ეს ადამიანი დღეს უკრაინის პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ვხედავთ, რომ მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. სულ ახლახან შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ შექმნა წამების სისტემა.
მეორე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც იყო ორგანიზატორი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარების და არეულობის ორგანიზების, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვევრის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, არამედ ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს და მე პირადად ველოდები, რომ ეს ორი ადამიანი იქნება საქართველოსთვის გადმოცემული”, - განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.