სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს.
შალვა პაპუაშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.