უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ამ ქვეყანაში როგორც მინიმუმ, უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ქმედება ჩვენი მეგობრის მხრიდან, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ეს მეგობარი პუტინთან უთანასწორო ბრძოლაშია და ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის, პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალს და ითხოვს, რომ მის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება და ეს უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.