რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე? მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტოტი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ნადირაძე ეხმიანება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, - წერს ნინო ნადირაძე.