არის ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში მას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამის მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? - ამის შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება.
ამასთან, რატი ბრეგაძე მიუღებელს უწოდებს უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
"ეს განცხადება არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები გადმომდინარე იქიდან, რომ თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო.
ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში მას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამის მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ისაა წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა? თუ ისაა, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?... ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.