ექიმების მხრიდან როცა იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილს მაშინ იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც სხვა ბევრი პატიმარი, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.