ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ის კი არ არის საკითხის გადაწყვეტა, რომ ვიღაცას ეჩხუბო, თუ რატომ არ იღებ ჩემს გაუკეთებელ საქმესო, არამედ რეალურად უნდა შეასრულო ის მოთხოვნები, რომელიც არსებობს.
„ის განმარტებები, რომლებიც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლისგან 12 პუნქტთან დაკავშირებით, არის იგივე, რასაც მუდმივად იმეორებენ რეჟიმის წარმომადგენლები, ოღონდ გარკვეული ნაწილი უფრო აგრესიული ფორმით და ეს არ არის საკითხის გადაწყვეტა.
რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნების შესრულება შეიძლება, ოღონდ ამ ხელისუფლებას არ აქვს არც სურვილი და არც ნება. შესაბამისად, ეს მხოლოდ ადამიანებთან უსაფუძვლო შებრძოლება და საკუთარი თავის სარკეში არ დანახვაა, რაც კიდევ ერთხელ კარგად შეახსენეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს“ - გიგი წერეთელი.