ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, “ქართული ოცნების“ დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიამ “მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
"მე მგონია, რომ ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, რომელიც მოდის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე შეცვლის რადიკალურად სიტუაციას. იმიტომ, რომ მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თავისთავად ცხადია, რომ იძლევა გარკვეულ იმედს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. წარმოდგენა არ მაქვს ასეთ წინააღმდეგობას რატომ უწევს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი მხრიდან ისმის. ამიტომ, მათი დარჩენა ხელისუფლებაში თავისთავად ცხადია, რომ შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი ომი თავისთავად ცხადია, რომ წარმატებით დამთავრდება. რუსეთს არ ექნება დიდი არჩევანი იმისა, რომ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსია და ესეც მოსაგვარებელია. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში," - განაცხადა არახამიამ.