საშინელებაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ ფოტოების ნახვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ლექსმანი წერს.
ის დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს.
‘საშინელებაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ ფოტოების ნახვა. პრემიერ ღარიბაშვილი დაკავებულია საკუთარი თავის ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოჩენით, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის ცხადია არაფერს ნიშნავს.
სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს“, - წერს ლექსმანი.